четверг, 13 ноября 2014 г.

1.პროექტის სახელი:
,,სოფელი ნუკრიანი“
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
ნუკრიანის ისტორია, კულტურა, ტრადიციები;
3.პროექტის აქტუალობა:
.    მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის ისტორიას;
.   მოიპოვებენ სოფლის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
4. პროექტის მიზნები:
.      გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარი
ჩვევების განვითარება: იტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით
.   სტატიის მომზადება;
.   თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
.   მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო  უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი:VII კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
.          ექსკურსიები
.         ფოტო მასალა;
.         ნახატები;
.         ჩანაწერები
.        სტატიები ამ მხარის შესახებ
.        პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
.     კომპიუტერი, ინტერნეტი;
.    საჭირო ლიტერატურა;
.    თაბახის ფურცლები;
.    ფანქრები და კალმები;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ თემასთან დაკავშირებული კითხვების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
.    ჯგუფების შექმნა; 
.   ფუნქციების განაწილება;
.   კონკრეტული დავალებების მიცემა;
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა ნაწილს დაევალება ნუკრიანის შესახებ ისტორიული მასალის მოძიება, გარკვეულ ნაწილს ლეგენდების, თქმულებების მოძიება , ზოგ მოსწავლეს -ცნობილ თანასოფლელთა შესახებ მონაცემების შეგროვება.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისთვის გაცნობა:
      მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
.    ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
.    პრეზენტაციის უნარი;
.    მსჯელობა;
.    წერითი სამუშაო.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

     ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები  ისტ-ში.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნანა კრაწაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსატა: nanakracasvili@gmail.com
13. ბლოგი/ვებ-გვერდი: nanakracashvili.blogspot.com